სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრის შუქია აფრიდონიძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონმა შუქიამ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული სალიტერატურო ენის მეცნიერული შესწავლისა და სწავლების, ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში; იგი არის არაერთი განმარტებითი, ორთოგრაფიული და თარგმნითი ლექსიკონის შემდგენელი და რედაქტორი. ქართული ენის ნორმალიზაციის სფეროში მისი ღვაწლი ფასდაუდებელია.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უსამძიმრებს ქალბატონი შუქიას ოჯახს, კოლეგებსა და მოწაფეებს.